გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ტენდერი სამუშაო ტანსაცმლის და აქსესუარების შეძენაზე დასრულდა. უნიფორმებისთვის მუნიციპალურ ორგანიზაციას 33 811 ლარი აქვს გათვალისწინებული.
258 ჟილეტი, 359 მაისური, 186 საზაფხულო შარვალი, 73 საზაფხულო ხალათი და 2500 ხელთათმანი, 262 კეპი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სააგენტოს 20 დღეში უნდა მიაწოდოს. ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა.
შპს “დებსთაილი” მზადაა აღნიშნული მომსახურება 32 873 ლარად შეასრულოს. ამ დროისთვის შემსყიდველი საჭირო სატენდერო დოკუმენტაციას ეცნობა და გამოავლენს თუ არა გამარჯვებულად ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.