გორში პარკირების წესის დარღვევისთვის 3 თვეში 168 მძღოლი დაჯარიმდა

375

გორში, ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის 2021 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, 168 მძღოლი დაჯარიმდა და ადგილობრივი ბიუჯეტი 1 680 ლარით შეივსო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

პარკირების სამსახური გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოზეა  დაქვემდებარებული. როგორც ცნობილია, პარკირების წესების დარღვევის გამო, ჯარიმა 10 ლარს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების რეგულირების წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე. გზის სავალ ნაწილზე, საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით გამოყოფილია პარკირების ადგილები სადაც განთავსებული შესაბამისი პარკირების ნიშნები.