ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

398

ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობის სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან და მონიტორინგის განყოფილების უფროსთან გიორგი ტაბატაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის მიხედვით მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებლი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება. ტერიტორია გამწვანდება.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სკვერის მოწყობა 717 000 ლარი დაჯდება. სამუშაოებს შპს „არბა“ აწარმოებს.