დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისსა და ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. „დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ“, -...
ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ, გრეის 50 ელფერი, თუ 100 ელფერი - კინოში არ ვართ, ვართ პოლიტიკაში და არის სამართლებრივი ჩარჩო. არ წერია არც კონსტიტუციაში, არც კანონში, რომ 3 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მერები უნდა გაჩერდნენ, გავიდნენ ცალკე ოთახში და მერე დაბრუნდნენ, როცა მორჩება არჩევნები , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ISFED-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომელმაც...
ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩიქოვანის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. მათივე ინფორმაციით, კეთილმოეწყობა ჩიქოვანის ქუჩაზე N40, N40/2, N36 და N38-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები. როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდში ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს...
წინა სტატია მინდა გითხრათ, რომ ბევრი კითხვა გვაქვს ქალბატონ თამარ ჟვანიასთან და ეს კითხვები იქნება საკმაოდ მწვავე, - ამის შესახებ პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, კითხვები, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარესთან დეპუტატებს აქვთ, დაკავშირებული როგორც წინასაარჩევნო პერიოდთან, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდთან. „აგრეთვე გვექნება კითხვები იმ გასაჩივრებებთან, რომლებზეც ოპოზიცია აპელირებს და საუბრობს, რომ მათ თურმე ასობით...
შემდეგი სტატია საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპარლამენტო არჩვენების დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომისიის სხდომაზე მომხდარი კამათის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა კითხვები გაუჩნდა კომისიას ვაკის 41-ე უბანთან დაკავშირებით. „გუშინდელი ცხარე კამათი ჩვეულებრივი დამახასიათებელი პროცესია. ეს იმდენად კამათი არ იყო, რამდენადაც საკმაოდ მწვავე შეკითხვები, რომლებიც ორიენტირებული იყო კონკრეტული ფაქტების გამოვლენაზე. გუშინ ჩვენ შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე მოვიწვიეთ კონკრეტული უბნის კომისიის წევრები და...
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს პარკების, სკვერების, გაზონების და მწვანე ნარგავების მოვლა-შენახვისთვის 575100 ლარი აქვს გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სააგენტოს ცნობით, წლის განმავლობაში იგეგმება გორის ტერიტორიაზე იგეგმება სკვერებისა და გაზონების გასუფთავება, დაბარვა, გათოხვნა, ბზების დეკორატიულად გაკრეჭვა, გასხვლა, ყვავილნარების მოწყობა, გათიბვა, მორწყვა, ხეების კირით შეთეთრება და სხვა. გარდა ჩამოთვლილი სამუშაოებისა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა მცენარეების შემოტანა, როგორც ბუჩქოვანი, ასევე ხეების და სხვადასხვა ჯიშის ერთწლიანი ყვავილების.
გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 მიმდინარე წელს გორის მერია სასაფლაოს ტერიტორიისთვის 13 ჰა მიწის ფართს გამოყოფს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სააგენტოს ინფორმაციით, წელს, არსებული სასაფლაოს აღმოსავლეთ მხარე დაიყოფა სექტორებად და მოეწყობა შიდა გზები. იგეგმება 1200მ ასფალტის საფარის მოწყობა. უწყების ცნობით, პროექტი უკვე მომზადებულია, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს.
დაპირისპირება ადგილობრივებსა და სასულიერო პირებს შორის - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისის მოსახლეობა მამა ნაომის ჰექტრობით საძოვრების მიტაცებაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, თუ იქ ფერმა აშენდება საქონლის მწყემსვის საშუალება აღარ ექნებათ. მოსახლეობის პრეტენზიების მიუხედავად ფერმის მშენებლობა მაინც გრძელდება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. თავად მამა ნაომი კი ამბობს, რომ მას ადგილობრივების აზრი არ აინტერესებს და ფერმას იქ ააშნეებს, სადაც მეუფე ეტყვის. "სადაც მეუფე მეტყვის...
თბილისის მერიამ გია გაჩეჩილაძეს, იგივე "უცნობს" 2 თვის წინ, 9 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმის გამო საჯარიმო ქვითარი გაუგზავნა. როგორც მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, 2 ივნისს გაგზავნილი ქვითრის გადახდის ვადა 1 თვე, თუმცა მას თანხა ჯერ არ გადაუხდია. მერიამ "უცნობის" 1000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება თითქმის 2 თვის შემდეგ მიიღო. გია გაჩეჩილაძემ 9 აპრილს " საქართველოს მარადისობის დღე" დააფუძნა, აქცია გამართა ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ და პატრიარქის მხარდასაჭერად...
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, წელს ქალაქში 45 ახალი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. უწყების ცნობით, პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებზე დამონტანჟდება ნიშნები და მოეწყობა პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული სამუშაოების შემდეგ ქალაქში არსებული ავტომანქანის სადგომი ადგილი გაიზრდება 1800 -მდე. ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის გორში 100-მდე საპარკინგე ადგილია გამოყოფილი, რომელიც 1300 ავტომობილისთვისაა განკუთვნილი.
სოფელ ჭობისხევში გზის გამყოლი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობთ, სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე ადგილზე გაეცნენ. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო N2“ ასრულებს. კედლის მოწყობის ღირებულება 262 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება ივლისის მეორე ნახევარში იგეგმება. ბორჯომის...
გორის მერიის ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტო 1 მლნ 227 ათას ლარს წელს თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის დახარჯავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება 2021 წელს 1 600 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 14 შტატიანი თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო 178 200 ლარითაა განსაზღვრული. 154 შტატგარეშე თანამშრომლის ანაზღაურებისთვის კი სააგენტომ 1 მლნ 48 ათას 800 ლარი გაითვალისწინა. ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების უმრავლესობას როგორც სააგენტოში აცხადებენ მძღოლები შეადგენენ. დანარჩენები...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში, იმირჭალასა და ხიხანში შიდა გზის მოასფალტება იგეგმება. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველოობამ 1 241 299 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმეტაციის თანახმად, თანხის 95%-ს სახელმწიფო, ხოლო 5%-ს მერია დააფინანსებს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. სოფელ დამიაში, იმირჭალასა და ხიხანში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის ტენდერი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 2 ივნიის გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენდენტებს 18-დან 23...
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საზოგადოებას თბილისის მერობის კანდიდატურად საკუთარ თავს სთავაზობს. როგორც დოლიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს, არასდროს დაუბრკოლებია შიშს ხალხის ინტერესის დასაცავად და ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეძლებს პასუხისმგებლობით მხოლოდ ხალხისთვის მსახურს. ,,გადავავლოთ თვალი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ვის ვირჩევდით დედაქალაქის მერებად - ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი და გავლენიანი ჯგუფები გვთავაზობდნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა, მათ კომპეტენციას, თბილისის სიყვარულს და იმ პრობლემების შეგრძნებას,...
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებას არყის გამოხდის კონკურსის ჩატარება სურს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს სტრატეგიული განვითარების გეგმაშია მოცემული. "გვსურს უფლისციხეში ქართული არყის გამოხდის ტრადიციების გაცოცხლება და კონკურსის ჩატარება საოჯახო არყის გამოსახდელებით სხვადასხვა სახეობის ნედლეულიდან - ჭაჭა, ქლიავი, ვაშლი, ანწლი, თუთა, თაფლი - არყის გამოხდა" , - ვკითხულობთ დოკუმენტში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ჩატარდება კონკურსი და არყის დეგუსტაცია. კონკურსში მონაწილეობას...
ძველი აგრარული ბაზრისა და ავტოსადგურის გაუქმების შემდეგ, ტერიტორია მაღაზიებისგანაც გათავისუფლდება. ამის შესახებ გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების თაობაზე, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს მაღაზიების მეპატრონეებთან. "ვიცი, ატყდება ახლა აჟიოტაჟი ამ ამბავზე, დღეს ამ საკითხზე მქონდა შეხვედრა და იქ მაღაზიები აღარ იქნება,'' - ამბობს კოტე თავზარაშვილი. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ძველი ბაზრის ტერიტორია მერიამ ,,ქართუ ჯგუფისგან'' 2020...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ