გორის მერიის ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტო 1 მლნ 227 ათას ლარს წელს თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის დახარჯავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება 2021 წელს 1 600 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 14 შტატიანი თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო 178 200 ლარითაა განსაზღვრული.
154 შტატგარეშე თანამშრომლის ანაზღაურებისთვის კი სააგენტომ 1 მლნ 48 ათას 800 ლარი გაითვალისწინა. ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების უმრავლესობას როგორც სააგენტოში აცხადებენ მძღოლები შეადგენენ.
დანარჩენები კი რომელთა საქმიანობა შტატით არის განსაზღვრული ადმინისტრაციაში მუშაობენ.
ინფორმაციისთვის, გორში ახალი მუნიციპალური ორგანიზიაცია, ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტო ერთი წლის წინ შეიქმნა რომელსაც გორის ყოფილი მერ, ზურაბ ჯირკველიშვილი ხელმძღვანელობს.