დევნილ ვეტერანთა ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

586

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისსა და ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

„დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.