გივი მიქანაძემ განმარტა, რა კითხვები ექნება არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას თამარ ჟვანიასთან

695

წინა სტატია

მინდა გითხრათ, რომ ბევრი კითხვა გვაქვს ქალბატონ თამარ ჟვანიასთან და ეს კითხვები იქნება საკმაოდ მწვავე, – ამის შესახებ პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, კითხვები, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარესთან დეპუტატებს აქვთ, დაკავშირებული როგორც წინასაარჩევნო პერიოდთან, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდთან.

„აგრეთვე გვექნება კითხვები იმ გასაჩივრებებთან, რომლებზეც ოპოზიცია აპელირებს და საუბრობს, რომ მათ თურმე ასობით საჩივარი დაწერეს და ეს საჩივრები არ განიხილეს. ამიტომ, ამ საკითხებზე აუცილებლად გვექნება კითხვები ცესკოს თავმჯდომარესთან და ეს შეხვედრაც, ისევე როგორც ყველა აქტივობა, რომელსაც დროებითი საგამოძიებო კომისია ახორციელებს, საჯარო იქნება და მედიას ექნება საშუალება მაქსიმალურად გააშუქოს ეს მოვლენები“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირას კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლები მივლენ, რომლებმაც დეპუტატებს საგამოძიებო პროცესებზე დევნასთან დაკავშირებით მიაწვდიან დამატებით ინფორმაციას.

კომისიის წევრები თამარ ჟვანიას მომავალ კვირას გაესაუბრებიან.