ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებას არყის გამოხდის კონკურსის ჩატარება სურს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს სტრატეგიული განვითარების გეგმაშია მოცემული.
“გვსურს უფლისციხეში ქართული არყის გამოხდის ტრადიციების გაცოცხლება და კონკურსის ჩატარება საოჯახო არყის გამოსახდელებით სხვადასხვა სახეობის ნედლეულიდან – ჭაჭა, ქლიავი, ვაშლი, ანწლი, თუთა, თაფლი – არყის გამოხდა” , – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ჩატარდება კონკურსი და არყის დეგუსტაცია. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.