სოფელ ჭობისხევში გზის გამყოლი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობთ, სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე ადგილზე გაეცნენ.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო N2“ ასრულებს. კედლის მოწყობის ღირებულება 262 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება ივლისის მეორე ნახევარში იგეგმება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.