გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 მიმდინარე წელს გორის მერია სასაფლაოს ტერიტორიისთვის 13 ჰა მიწის ფართს გამოყოფს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, წელს, არსებული სასაფლაოს აღმოსავლეთ მხარე დაიყოფა სექტორებად და მოეწყობა შიდა გზები. იგეგმება 1200მ ასფალტის საფარის მოწყობა.
უწყების ცნობით, პროექტი უკვე მომზადებულია, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს.