დაპირისპირება ქარელის სოფელ ყინწვისში – მოსახლეობა მამა ნაომის მიწის მიტაცებაში ადანაშაულებს

425

დაპირისპირება ადგილობრივებსა და სასულიერო პირებს შორის – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისის მოსახლეობა მამა ნაომის ჰექტრობით საძოვრების მიტაცებაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, თუ იქ ფერმა აშენდება საქონლის მწყემსვის საშუალება აღარ ექნებათ. მოსახლეობის პრეტენზიების მიუხედავად ფერმის მშენებლობა მაინც გრძელდება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

თავად მამა ნაომი კი ამბობს, რომ მას ადგილობრივების აზრი არ აინტერესებს და ფერმას იქ ააშნეებს, სადაც მეუფე ეტყვის.

“სადაც მეუფე მეტყვის იქ ავაშენებ. დამთავრებულია, ყველანაირი ხელისუფლება ჩემთვის დამთავრებულია. ჩემი ხელისუფლება არის მეუფე, იმ მეუფეს ვემორჩილები მე, მისი სიტყვაა ჩემთვის კანონი… არ მაინტერესებს მე მოსახლეობა რას ამბობს”,- ამბობს მამა ნაომი.

ყინწვისელები ხელისუფლებას პრობლემით დაინტერესებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით და გზის გადაკეტვით იმუქრებიან. არ გამორიცხავენ, რომ ფერმაც დაანგრიონ.

წყარო: მთავარიტვ