გორის კეთილმოწყობის სააგენტო სკვერებისა და გაზონების მოვლისთვის 575 ათას ლარზე მეტს ხარჯავს

434

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს პარკების, სკვერების, გაზონების და მწვანე ნარგავების მოვლა-შენახვისთვის 575100 ლარი აქვს გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სააგენტოს ცნობით, წლის განმავლობაში იგეგმება გორის ტერიტორიაზე იგეგმება სკვერებისა და გაზონების გასუფთავება, დაბარვა, გათოხვნა, ბზების დეკორატიულად გაკრეჭვა, გასხვლა, ყვავილნარების მოწყობა, გათიბვა, მორწყვა, ხეების კირით შეთეთრება და სხვა.

გარდა ჩამოთვლილი სამუშაოებისა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა მცენარეების შემოტანა, როგორც ბუჩქოვანი, ასევე ხეების და სხვადასხვა ჯიშის ერთწლიანი ყვავილების.