მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში, იმირჭალასა და ხიხანში შიდა გზის მოასფალტება იგეგმება. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველოობამ 1 241 299 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმეტაციის თანახმად, თანხის 95%-ს სახელმწიფო, ხოლო 5%-ს მერია დააფინანსებს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სოფელ დამიაში, იმირჭალასა და ხიხანში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის ტენდერი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 2 ივნიის გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენდენტებს 18-დან 23 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში შეასრულოს.