პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საზოგადოებას თბილისის მერობის კანდიდატურად საკუთარ თავს სთავაზობს. როგორც დოლიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს, არასდროს დაუბრკოლებია შიშს ხალხის ინტერესის დასაცავად და ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეძლებს პასუხისმგებლობით მხოლოდ ხალხისთვის მსახურს.
,,გადავავლოთ თვალი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ვის ვირჩევდით დედაქალაქის მერებად – ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი და გავლენიანი ჯგუფები გვთავაზობდნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა, მათ კომპეტენციას, თბილისის სიყვარულს და იმ პრობლემების შეგრძნებას, რომელიც თბილისელებს გვაწუხებს. ამიტომ დაუგროვდა ამ ქალაქს წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა.
თბილისელები ვწუხვართ „ბეტონის ჯუნგლებად“ ქცეულ ქალაქზე, “საცობებზე”, არამიზნობრივად გაფლანგულ ბიუჯეტზე, ანუ ჩვენ ფულზე, 21- საუკუნეში კანალიზაციის, ტროტუარების, გზების, მწვანე სივრცეების თუ სხვა პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის არარსებობაზე. წუწუნი გასაგებია, მაგრამ ამდენი უკმაყოფილების და ხელის ჩაქნევის დრო არ არის. პასუხი ერთია – თბილისს, რომელიც მაგალითია მთელი საქართველოსთვის, სჭირდება მერი, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდება ხალხს. თბილისს სჭირდება – მერი ხალხისთვის.
მეგობრებო, დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს დავუბრკოლებივარ შიშს, რომ ხალხის ინტერესის დასაცავად დავპირისპირებოდი წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას და დიდ კორპორატიულ ინტერესებს. 15 წელი საჯარო სივრცეში ვდგავარ ჩვენი ხალხის გვერდით და ვფიქრობ, ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევძლებ სწორედ, პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად, მხოლოდ ხალხისთვის მსახურს. ეს დაადასტურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობითვის ჩემმა ბრძოლამაც. ამომრჩეველის 18 პროცენტმა მხარი დამიჭირა, სწორედ როგორც ახალ, დამოუკიდებელ ძალას, ორპოლუსიანობის მიღმა, ჩემი გავლილი გზის შეფასებით. ესაა ხალხის დაკვეთა“, – აცხადებს ანა დოლიძე.