გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, წელს ქალაქში 45 ახალი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
უწყების ცნობით, პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებზე დამონტანჟდება ნიშნები და მოეწყობა პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული სამუშაოების შემდეგ ქალაქში არსებული ავტომანქანის სადგომი ადგილი გაიზრდება 1800 -მდე.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის გორში 100-მდე საპარკინგე ადგილია გამოყოფილი, რომელიც 1300 ავტომობილისთვისაა განკუთვნილი.