გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში გათბობის ქსელის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 51 085 ლარია. "პროექტი გათვალისწინებულია 150 ადამიანზე სასწავლო პროცესის დროს.სისტემის გათბობისათვის გათვალისწინებულია ერთი ცალი 100კვტ-იანი კონდესაციური ქვაბი. გათბობის ელემენტებად მიღებულია თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი, მაღალეფექტური რადიატორები" , - ვკითხულობთ რეაბილიტაციის პროექტში. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად 60-დღიანი ვადა მიეცემა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ, მერის წარმომადგენელ ქეთო ცაავასთან ერთად, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, – ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში ორი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ხიდი. ხიდების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ ასრულებს. სალხინოში ხიდების მშენებლობა საქართველოს...
გორში, თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მწვანე საფარის მოწესრიგება, ხეების გადაბელვა, გაზონების თიბვა, ხე-ბუჩქნარის სხვლა-ფორმირება. "დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდება ლამპიონები, საფეხმავლო ბილიკებზე ამოიცვლება დაზიანებული ფილები, სკვერში განთავსდება ახალი სანაგვე ურნები, მოხდება დზიანებული სკამების განახლება, ბავშვებისთვის მოეწყობა ატრაქციონების ზონა, ჩაირთვება შადრევანი", - ნთქვამია სააგენტოსმიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
Drive Democracy-ს პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტების კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 17 პრობლემა გამოიკვეთა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. პრობლემათა ჩამონათვალში, პირველ ადგილს, კვლავ, მიუსაფარი ძაღლების საკითხი იკავებს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი, სოსო მეზვრიშვილი აღნიშნავს, მოქალაქეებმა წინა პლანზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც წამოწიეს. რა პრიორიტეტები გამოიკვეთა და როგორც აპირებს ამ საკითხების მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება, უფრო...
"უხვწყლიანობის დროს არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს გრუნტის წყლის ათვისებას, რის გამოც ჭაობდება მიმდებარე ტერიტორიები და ჭარბი წყალი გადაედინება ეზოებსა თუ სავარგულებზე" , - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერია წმინდაწყლის დასახლებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უწყებამ ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. "იგეგმება დრენაჟის, შემკრები კოლექტორის, გამყვანი მილსადენის, გაბიონებისა და მიწის ყრილის მოწყობა. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული კომუნიკაციების და სადრენაჟე სისტემის გამყვანი...
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გარე სივრცეებში პირბადის ტარების მოხსნაზე მსჯელობა არ ყოფილა. როგორც გაბუნია აღნიშნავს, ვიდრე მოსახლეობის მინიმუმ 30% იმუნიზაციას არ ჩაიტარებს, ნაადრევია პირბადეების ტარების რეკომენდაციის შემსუბუქებაზე საუბარი. „ვფიქრობ, ის ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღარ დავუბრუნდეთ მკაცრი შეზღუდვების რეჟიმს და პანდემიის კონტროლი მოხდება ალტერნატიული ღონისძიებებით. როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე რეჟიმში ეპიდვითარებიდან გამომდინარე განიხილავს შეზღუდვების შემსუბუქების...
დასრულდა თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის პროექტის პროექტირება. საუბარია 85-კილომეტრიან მონაკვეთაზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საავტომობილი გზების ინფრასტრუქტირის განვითარების, ისე კახეთის განვითარებისთვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, 85 კილომეტრიდან 35 კილომეტრი, რომელიც ყველაზე გამომწვევია თავისი ინტენსივობითა და მოთხოვნებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. „გათვალისწინებული იყო შესაბამისი ასიგნებებით. დაიყო 3 ლოტად, გამომდინარე იქიდან, რომ...
წინა სტატია აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური და დაპირისპირებაა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებმა, რომლებიც პლენარულ სხდომას ესწრებიან, სიტყვით გამოსვლის ნებართვა ითხოვეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ მათ განუცხადა, რომ რეგლამენტის თანახმად, კითხვის ცალკე დასმის საშუალება არ ჰქონდათ, თუმცა, შეეძლოთ საკუთარი შეკითხვა ერთ-ერთი დეპუტატის დახმარებით გაეჟღერებინათ, რასაც თავის მხრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. საბოლოოდ, სოფელ ბობიყვათის...
შანიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. კეთდება ასფალტო-ბეტონის საფარი, ტროტუარი და ღვარსადენი სისტემა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „გლობალ ბილდინგი“ ასრულებს. შანიძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 819 000 ლარია გამოყოფილი და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა  და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა ჩხობაძის ქუჩის მე-3 ჩიხში მშენებარე და ფოთის ქუჩაზე ახლახან დასრულებული მინი სპორტული მოედნები მოინახულეს.
წინა სტატია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს. მაია ბეროშვილი ილია საყვარლიშვილმა ჩაანაცვლა. იგი იურიდიულ საკითხთა და კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიებში გააგრძელებს მუშაობას. როგორც ილია საყვარლიშვილმა განაცხადა, აქტიურად ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში:„მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს ნდობის გამოცხადებისთვის, ჩემთვის ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. დღეიდან აქტიურად ჩავერთვები თვითმმართველობის საქმიანობაში. ვეცდები ჩემი ცოდნა და გამოცდილება რაც წლების განმავლობაში მაქვს დაგროვილი გამოვიყენო პრაქტიკულ საქმიანობაში....
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის შესახებ ვახტანგ ჯოხაძემ ისაუბრა, ხოლო სანაპირო ზოლის განაშენების გეგმის ქალაქმშენებლობითი ღონისძიებები და მათი ეფექტიანობის შესახებ ლადო ვარდოსანიძემ და იოანე მენაბდემ გააცნეს საზოგადოებას. განაშენიანების გეგმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის, მათ შორის, სათავგადასავლო პარკის, საცხენოსნო...
video
25 ათასი ლარი სახლის შესაძენად სახელწიფოსგან, რომელმაც აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სამნიძეების ეკომიგრანტი ოჯახის რთული სოციალურ-მატერიალური პირობები ვერ მოაგვარა. რატომ ვერ აგვარებს სახელმწიფო, ეკომიგრანტების პრობლემას თავისი მიზნობრივი პროგრამებით? რა ვითარებაა აჭარის მთის სოფლებში ამ მიმართულებთ? როგორია თვითმართველობის როლი და კომპეტენცია პრობლემის გადასაჭრელად? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელ პირველ მაისში მცხოვრებმა სამნიძეების ოჯახმა  სახელმწიფოსგან, საფრთხის შემცველი გარემოდან,...
video
ბათუმში, მეჯინისწყლის არხზე დამცავი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამუშაოები აეროპორტის გზატკეცილის ხიდიდან ლორთქიფანიძის 150 ა-მდე, მდინარის ორივე მხარეს ხორციელდება. 2020 წლიდან დღემდე, მეჯინისწყლის არხზე ათას 230 მეტრის დამცავი კედელი ჩამოისხა, ამჯერად კი, ათას 200 მეტრიანი მონაკვეთის განახლებაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 256 ათას ლარს შეადგენს.
1 ივლისიდან ახალციხის ბაზარში შესვლა ერთი ლარი ეღირება. ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილება  ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ტრანსპორტის შემცირების მიზნით მიიღეს. შესვლა ფასიანი მხოლოდ ავტომობილებისათვის იქნება, ქვეითად მოსიარულეები გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „იმდენი მანქანა მოძრაობს შიდა ტერიტორიაზე, რომ ფეხით გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით რთული კვირა დღეა, დამატებით ადამიანების დაქირავება მიწევს, ტერიტორიაზე მოძრაობა რომ დაარეგულირონ. ტაქსები წრეზე დადიან კლიენტი რომ ნახონ. ასე...
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის აპრილის ბოლოს ახალი პროგრამა “განახლებული რეგიონები” წარადგინა, რისთვისაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 300 მილიონი ლარის ღირებულების 15 ტენდერი გამოაცხადა. ამ 15 ტენდერიდან დღეის მდგომარეობით 13 ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია, 2 ტენდერში კი გამარჯვებულის შერჩევა გრძელდება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტ - 6 ტენდერში კომპანია “საბა კონსტრაქშენმა” გაიმარჯვა, რომელსაც 120 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმდა. 5 ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “დაგიმ”,...
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადრენაჟე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც გარდამავალია და 1 მლნ ლარამდე დაიხარჯება, ჰიდროგეოლოგიური დასკვნისა და ტოპოგადაღების მიხედვით განხორციელდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, იგეგმება დრენაჟის, შემკრები კოლექტორის, გამყვანი მილსადენის, გაბიონებისა და მიწის ყრილის მოწყობა. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული კომუნიკაციების და სადრენაჟე სისტემის გამყვანი მილის გადატანაც. “სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ვიაიპი“ ახორციელებს. წმინდაწყლის დასახლებაში, გაუქმებული N2 სათავის ტერიტორიაზე, სადრენაჟე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ