გორის სოფელ ყელქცეულის სკოლაში გათბობის სისტემა მოეწყობა

427

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში გათბობის ქსელის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 51 085 ლარია.

“პროექტი გათვალისწინებულია 150 ადამიანზე სასწავლო პროცესის დროს.სისტემის გათბობისათვის გათვალისწინებულია ერთი ცალი 100კვტ-იანი კონდესაციური ქვაბი. გათბობის ელემენტებად მიღებულია თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი, მაღალეფექტური რადიატორები” , – ვკითხულობთ რეაბილიტაციის პროექტში.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად 60-დღიანი ვადა მიეცემა.