ქუთაისში, შანიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

320

შანიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. კეთდება ასფალტო-ბეტონის საფარი, ტროტუარი და ღვარსადენი სისტემა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „გლობალ ბილდინგი“ ასრულებს.

შანიძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 819 000 ლარია გამოყოფილი და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა  და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა ჩხობაძის ქუჩის მე-3 ჩიხში მშენებარე და ფოთის ქუჩაზე ახლახან დასრულებული მინი სპორტული მოედნები მოინახულეს.