ბობოყვათის მიწების საკითხზე აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური და დაპირისპირებაა

478

წინა სტატია

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური და დაპირისპირებაა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებმა, რომლებიც პლენარულ სხდომას ესწრებიან, სიტყვით გამოსვლის ნებართვა ითხოვეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ მათ განუცხადა, რომ რეგლამენტის თანახმად, კითხვის ცალკე დასმის საშუალება არ ჰქონდათ, თუმცა, შეეძლოთ საკუთარი შეკითხვა ერთ-ერთი დეპუტატის დახმარებით გაეჟღერებინათ, რასაც თავის მხრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

საბოლოოდ, სოფელ ბობიყვათის მცხოვრებთა პრობლემის თაობაზე შეკითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს „ქართული ოცნების“ წევრმა, ცოტნე ანანიძემ მიმართა, თუმცა სხდომა კვლავ ხმაურით მიმდინარეობს, რადგან დიალოგის ეს ფორმა ბობიყვათელებს არ აკმაყოფილებთ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები ქობულეთში, ზღვისპირა ზოლში მდებარე მიწების დაბრუნებას მოითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვათ.