გურჯაანის საკრებულოს წევრი მაია ბეროშვილი ილია საყვარლიშვილმა ჩაანაცვლა

336

წინა სტატია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს. მაია ბეროშვილი ილია საყვარლიშვილმა ჩაანაცვლა. იგი იურიდიულ საკითხთა და კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიებში გააგრძელებს მუშაობას.

როგორც ილია საყვარლიშვილმა განაცხადა, აქტიურად ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში:„მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს ნდობის გამოცხადებისთვის, ჩემთვის ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. დღეიდან აქტიურად ჩავერთვები თვითმმართველობის საქმიანობაში. ვეცდები ჩემი ცოდნა და გამოცდილება რაც წლების განმავლობაში მაქვს დაგროვილი გამოვიყენო პრაქტიკულ საქმიანობაში. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს გავაჟღერებ“.

შეგახსენებთ, რომ ეს ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკრებულოს წვერმა, მაია ბეროშვილმა საკრებულო დატოვა და კერძო სექტორში გადანაცვლა.