ქარსელაძე: თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის პროექტის პროექტირება დასრულებულია

297

დასრულდა თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის პროექტის პროექტირება. საუბარია 85-კილომეტრიან მონაკვეთაზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საავტომობილი გზების ინფრასტრუქტირის განვითარების, ისე კახეთის განვითარებისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, 85 კილომეტრიდან 35 კილომეტრი, რომელიც ყველაზე გამომწვევია თავისი ინტენსივობითა და მოთხოვნებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„გათვალისწინებული იყო შესაბამისი ასიგნებებით. დაიყო 3 ლოტად, გამომდინარე იქიდან, რომ ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახდა იმდაგვარად დაყოფილიყო, როგორც საინჟინრო-ტექნიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით, რომ პირველ ლოტზე პირდაპირ ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ მონაწილეობის საშუალება. ვფიქრობთ, მინიმუმ 3 კომპანიაა ასეთი, თუმცა ვვარაუდობთ, რომ მათი რიცხვი გაცილებით დიდია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.