მიზნობრივი პროგრამები ეკომიგრანტებისათვის აჭარაში, რომელიც პრობლემას ვერ აგვარებს

410

25 ათასი ლარი სახლის შესაძენად სახელწიფოსგან, რომელმაც აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სამნიძეების ეკომიგრანტი ოჯახის რთული სოციალურ-მატერიალური პირობები ვერ მოაგვარა. რატომ ვერ აგვარებს სახელმწიფო, ეკომიგრანტების პრობლემას თავისი მიზნობრივი პროგრამებით? რა ვითარებაა აჭარის მთის სოფლებში ამ მიმართულებთ? როგორია თვითმართველობის როლი და კომპეტენცია პრობლემის გადასაჭრელად? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელ პირველ მაისში მცხოვრებმა სამნიძეების ოჯახმა  სახელმწიფოსგან, საფრთხის შემცველი გარემოდან, განსახლების მიზნით 25 ათასი ლარის მიღებაზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან თამხმობა, რამდენიმე წლის წინ მიიღო, ოჯახმა უსაფრთხო გარემო პირობები იმ მოტივით ვერ მოიწყო, რომ განსახლების პროგრამით გაწერილი თანხით, სახლის შეძენა ვერ მოახერხა.

სახლი, სადაც სამნიძეების სამწევრიანი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულ მდგომარეობაშია. ამორტიზირებულია იატაკი, საყრდენი კედლები, აივანი და სახლთან დამაკავშირებელი ხის კიბეებიც. საშიშროებას ქმნის მოძველებული ელექტრო გაყვანილობაც. ოჯახში არავინ მუშაობს. თებიძეები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად – 150 ლარს ღებულობენ, ეს კი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.

სახლის მიმდებარედ, მეწყრული პროცესებიც ხშირად აქტიურდება. რთული ვითარება კი განსაკუთრებით, უხვი ნალექის დროსაა. საცხოვრებელი სახლი, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ამას ის გელოგიური დასკვნებიც მოწმობს, რაც წლების განმავლობაში სპეციალისტებმა არაერთხელ დაიწერეს. სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე, ოჯახი განსასახლებელთა სიაში მოხვდა, მაგრამ ვერც ეს გარემოება გახდა, პრობლემის გადამჭრელი. განსახლების პროგრამით, გაწერილი თანხის ათვისების მიზნით საცხოვრებელი ფართი ეკომიგრანტმა თავად უნდა მოიძიოს, სამინისტრო ამ ნაწილში არ ერთვება და მისი როლი, გამყიდველთან, ფინანური ანგარიშსწორებით სრულდება.

რთულ სოციალურ-მატერიალურ პირობებში მცხოვრები ოჯახის მეზობლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

როგორია თვითმართველობის როლი და კომპეტენცია ეკომიგრანტებთან მიმართებაში? რის გაკეთება შეუძლია ადგილობრივ მერიას? ლევან გორგილაძის განცხადებით, ადგილობრივ თვითმართველობას, შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე დოკუმენტების მომზადება შეუძლია.

სამნიძეების მომავალი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობაზეა დამოკიდებული. უწყებამ, ასეთი კატეგორიის ოჯახების განსახლებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი, წლების წინ დათვალა და 25 ათასი ლარი გაწერა. დროთა განმავლობაში, უძრავ ქონებაზე, საბაზრო ღირებულების ზრდის მიუხევად, სამინისტროს პროგრამის ფინანსურ ჭრილში, ცვლილება არ განუხორციელებია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით გვაცნობა, რომ კონკრეტულ ბენეფიციარზე ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების დარღვევიდან გამომდინარე ვერ მოგვაწვდიან. ამ დროისთვის ეკომიგრანტის სტატუსი 400-მდე ოჯახს აქვს.