რატომ ჭაობდება წმინდაწყლის დასახლება წვიმისას – პრობლემის მოსაგვარებლად გორის მერიამ სამუშაოები დაიწყო

562

უხვწყლიანობის დროს არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს გრუნტის წყლის ათვისებას, რის გამოც ჭაობდება მიმდებარე ტერიტორიები და ჭარბი წყალი გადაედინება ეზოებსა თუ სავარგულებზე” , – აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერია წმინდაწყლის დასახლებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უწყებამ ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

“იგეგმება დრენაჟის, შემკრები კოლექტორის, გამყვანი მილსადენის, გაბიონებისა და მიწის ყრილის მოწყობა. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული კომუნიკაციების და სადრენაჟე სისტემის გამყვანი მილის გადატანაც”, – განმარტავენ მერიაში.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ვიაიპი“ ახორციელებს.

“ახალი სადრენაჟე სისტემის მოწყობა პრობლემას მოუგვარებს ადგილობრივ მოსახლეობას და დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან” ,  – იმედოვნებენ მერიაში.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ახორციელებს.