ბათუმში, მეჯინისწყლის არხზე დამცავი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

292

ბათუმში, მეჯინისწყლის არხზე დამცავი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამუშაოები აეროპორტის გზატკეცილის ხიდიდან ლორთქიფანიძის 150 ა-მდე, მდინარის ორივე მხარეს ხორციელდება.

2020 წლიდან დღემდე, მეჯინისწყლის არხზე ათას 230 მეტრის დამცავი კედელი ჩამოისხა, ამჯერად კი, ათას 200 მეტრიანი მონაკვეთის განახლებაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 256 ათას ლარს შეადგენს.