გორში, თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება

304

გორში, თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მწვანე საფარის მოწესრიგება, ხეების გადაბელვაგაზონების თიბვა, ხე-ბუჩქნარის სხვლა-ფორმირება.

“დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდება ლამპიონები, საფეხმავლო ბილიკებზე ამოიცვლება დაზიანებული ფილები, სკვერში განთავსდება ახალი სანაგვე ურნები, მოხდება დზიანებული სკამების განახლება, ბავშვებისთვის მოეწყობა ატრაქციონების ზონა, ჩაირთვება შადრევანი”, – ნთქვამია სააგენტოსმიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.