Drive Democracy-ს პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტების კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 17 პრობლემა გამოიკვეთა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
პრობლემათა ჩამონათვალში, პირველ ადგილს, კვლავ, მიუსაფარი ძაღლების საკითხი იკავებს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი, სოსო მეზვრიშვილი აღნიშნავს, მოქალაქეებმა წინა პლანზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც წამოწიეს.
რა პრიორიტეტები გამოიკვეთა და როგორც აპირებს ამ საკითხების მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება, უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეომასალაში.
ვიდეო მომზადებულია პროექტის “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.
„ეს საქმიანობა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული“
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებასა და გაძლიერებას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაზრდასა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.
პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება