ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის სამი ცენტრი იხსნება. კორონა ვირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩასატარებლად, ვაქცინაციის კაბინეტები დიდ სოფლებში, კაბალში, აფენსა და ცოდნისკარის ამბულატორიაში ამოქმედდება. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუნუ ნოზაძის განმარტებით, სოფლები ტერიტორიული და მოსახლეობის სიმრავლის ნიშნით შეირჩა.
” კაბალი დიდი და ამავდროულად, აზერბაიჯანულენოვანი სოფელია. აფენი კი ტერიტორიულად დაშორებული. ამიტომ ტრანსპორტირებისა და გადაადგილების პრობლემა რომ არ გაჩნდეს, აცრის...
ლაგოდეხის #1 საშუალო ყოფილი სკოლის შენობა იყიდება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღნიშნული საკითხის გარშემო დღეს საკრებულოს სხდომაზე პრეტენზია გამოთქვეს და პროტესტის ნიშნად, დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ფრაქციის თავმჯდომარე, ევა ლომთაძე რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ შენობის გაყიდვა დაუშვებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ გააჩნია, შენობა ისტორიულია.
„შენობაში მრავალი თაობა აღიზარდა და...
კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი ლაგოდეხში, გურჯაანსა და თელავში საზაფხულო ბაღები ამუშავდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
სამივე მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანებამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღეო. არსებული ინფორმაციით, გურჯაანსა და თელავში ორ-ორი, ხოლო ლაგოდეხში სამი საზაფხულო ბაღი იმუშავებს.
თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ია ლუარსაბიშვილი განმარტავს, რომ თანხები პედაგოგების ანაზღაურებისათვის უკვე გამოყოფილია.
“ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თანხები პედაგოგების ანაზღაურებისა და ბავშვების კვებისათვის...
წინა სტატია
ბობოყვათში, ტერიტორიზე, რომელსაც აჭარის ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის, სოფელ ბობოყვათის მოსახლეობამ კარვები გაშალა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ორი დღის წინ გამართული შეხვედრის დროს, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართეს.
აუქციონის ვადა 25 ივნისს იწურება.
"კარვები გავშალეთ, რადგან ტერიტორიის შეძენით დაინტერესებულ ინვესტორს გვინდა დავანახოთ, რომ ეს მიწა ხალხის საკუთრებაა'', - აცხადებენ მოქალაქეები.
აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებით კარავში 24 საათიანი...
სიახლე ველომოყვარულებისთვის - ბათუმთან ახლოს ორი ველომარშრუტის მარკირება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ინფრასტრუქტურის განახლებას ქალაქიდან 20 წუთის სავალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გეგმავს. ველომარშრუტები სოფელ ავგიიდან ჭარნალისა და კვარიათის მიმართულებით მოინიშნება. შედეგად შეძლებთ, ზღვისა და მთის პანორამული ხედებით დატკბეთ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
წლების განმავლობაში ველოსიპედით გადაადგილდება. ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის საწინდარია, სწორედ ამიტომ ველო მისი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა....
სასმელი წყლის პრობლემები გახარჯული მილიონების ფონზე. მოგიყვებით შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემაზე, რომელიც მერიამ დღემდე ვერ გადაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოყო. რუსულ კომპანიას წყალმომარაგება 3 სოფელში, ბუთურაულში, ნენიასა და ფურტიოში უნდა უზრუნველეყო, თუმცა, ადგილობრივები წყალს სასმელად დღემდე ვერ იყენებენ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ შუახევის მერია წყალმომარაგებაზე, ყოველწლიურად, მილიონობით ლარს ხარჯავს, სასმელი წყლის პრობლემა,დღემდე,მოუგვარებელია. ერთ-ერთი...
ახალსოფელში მცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, წინა საარჩევნოდ, გზის რეაბილიტაციას დაჰპირდნენ, თუმცა, შედეგი დღემდე არდამდგარა.
გაუმართავია შიდა სასოფლო ინფრასტრუქტურაც. აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებოდნენ.
მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ რეგიონის მთავრობა კომპანიებთან კორუფციულ გარიგებებშია და მოსახლეობის პრობლემები არ აინტერესებთ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი, საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – ჭოღასა და ნაფიჩხოვოში ახალი საექიმო ამბულატორიები გაიხსნა.
ახალი ამბულატორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე ნინო ვიბლიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ამბულატორიებს საკუთარი შენობა არ ჰქონდა და წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს ადმინისტრაციულ შენობებში უწევდა მუშაობა.
დღეიდან ისინი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის და საჭირო ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მოემსახურებიან მოსახლეობას.
2019...
წინა სტატია
ახალციხის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ამბარცუმ ბაბოიანს დაზარალებულის სტატუსი მეორე მანქანის დაწვის საქმეზეც მიანიჭეს. დეპუტატი ამბობს, რომ პროკურატურას საქმის მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით, განცხადებით მიმართავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის მანქანას ცეცხლი 2020 წლის 15 ნოემბერს გაუჩნდა. იგი გამოძიების ვერსიას არ ენდობა და აცხადებს, რომ მანქანა განზრახ დაუწვეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 2012-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთში გზების მოწესრიგებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯა. აქედან მიმდინარე წელს 145 მილიონია განსაზღვრული.
აღნიშნულის შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებმა 2019-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრეს.
„ყოველწლიურად რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებიდან დაახლოებით 35-40 მილიონ ლარამდე ითვისებენ მუნიციპალიტეტები და ახორციელებენ იმ პროექტებს, რომელსაც მოსახლეობა უკვეთავს. ასევე შთამბეჭდავია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
მათი ინფორმაციით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ჯამში 5,1 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.
„სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების...
2018-2021 წლებში თბილისში აშენდა 18 საბავშვო ბაღი, მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 147 ბაღში
2018-2021 წლებში თბილისში აშენდა 18 საბავშვო ბაღი, მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 147 ბაღში.
“2017 წელს თბილისის საბავშვო ბაღებში ასეთი რეალობა იყო: არასაკმარისი ადგილები, ავარიული შენობები, დიდი ხნის მოძველებული და გაუმართავი ინფრასტრუქტურა,” – თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე იასუბრა.
რა მოხდა 2018-2021 წლებში:
• თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 საბავშვო ბაგა-ბაღი;
• მიმდინარეობს 5 ბაღის მშენებლობა;
• გამაგრება-რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაგა-ბაღის 10
•...
ჩვენ მიერ აშენებული 18 ახალი ბაღი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს - კვების კომპონენტით, გარემოთი თუ სისუფთავით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"18 ახალი ბაღიდან ერთ-ერთია N164 საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე. შეიძლება ითქვას, ეს ბაღი არის მაგალითი იმ სტანდარტისა, რომელზეც ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების წარდგენაზე ვსაუბრობდი.
აქ დაკმაყოფილებულია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად რთული ვითარებისა და პანდემიისა, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაკლებია.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ კუთხით, კიდევ უფრო მეტი თანხები დაიხარჯა.
მისივე თქმით, 2018–2021 წლებში ჯანდაცვის მიმართულებით, სამი ახალი პროგრამა დაინერგა.
„ეს პროგრამებია: „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი; „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი: ფილიალების დამატება, ყველა ფილიალის...
სამგორის რაიონში მცხოვრებ 15 ოჯახს გადავცემთ საკუთრებაში ბინებს, ისანში 3 ოჯახს გადაეცემა, წყნეთში, ოქროყანასა და ნაძალადევისა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თბილისის მთავრობის კიდევ ერთ პრიორიტეტზე უნდა ვისაუბრო, ეს არის წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება წარმატებით. 225 926 400 ლარის ღირებულების ქონება უკვე დაუკანონდა 1...
სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალი ბაგა-ბაღი აშენდა.
ახალი სააღმზრელო წლიდან,საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 60 აღსაზრდელს მოემსახურება.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
სენაკში ასევე შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი N4 საბავშვო ბაღი.
იგეგმება N3 და N7 ბაგა-ბაღების მშენებლობა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































