ახალსოფელში მცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, წინა საარჩევნოდ, გზის რეაბილიტაციას დაჰპირდნენ, თუმცა, შედეგი დღემდე არდამდგარა.
გაუმართავია შიდა სასოფლო ინფრასტრუქტურაც. აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებოდნენ.
მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ რეგიონის მთავრობა კომპანიებთან კორუფციულ გარიგებებშია და მოსახლეობის პრობლემები არ აინტერესებთ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი, საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.