სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალი ბაგა-ბაღი აშენდა.
ახალი სააღმზრელო წლიდან,საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 60 აღსაზრდელს მოემსახურება.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
სენაკში ასევე შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი N4 საბავშვო ბაღი.
იგეგმება N3 და N7 ბაგა-ბაღების მშენებლობა.