ახალციხის საკრებულოს დეპუტატს, ამბარცუმ ბაბოიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

776
ამბარცუმ ბაბოიან

წინა სტატია

ახალციხის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ამბარცუმ ბაბოიანს დაზარალებულის სტატუსი მეორე მანქანის დაწვის საქმეზეც მიანიჭეს. დეპუტატი ამბობს, რომ პროკურატურას საქმის მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით, განცხადებით მიმართავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის მანქანას ცეცხლი 2020 წლის 15 ნოემბერს გაუჩნდა. იგი გამოძიების ვერსიას არ ენდობა და აცხადებს, რომ მანქანა განზრახ დაუწვეს.