გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
მათი ინფორმაციით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ჯამში 5,1 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.
„სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. დამშრობ ქსელზე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.