2018-2021 წლებში თბილისში აშენდა 18 საბავშვო ბაღი, მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 147 ბაღში.
“2017 წელს თბილისის საბავშვო ბაღებში ასეთი რეალობა იყო: არასაკმარისი ადგილები, ავარიული შენობები, დიდი ხნის მოძველებული და გაუმართავი ინფრასტრუქტურა,” – თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე იასუბრა.
რა მოხდა 2018-2021 წლებში:
• თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 საბავშვო ბაგა-ბაღი;
• მიმდინარეობს 5 ბაღის მშენებლობა;
• გამაგრება-რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაგა-ბაღის 10
• შენობას (კვლავ მიმდინარეობს 2 პროექტი)
• განხორციელდა 11 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის
• დემონტაჟი. მათგან ორი მშენებლობა უკვე დაიწყო, დანარჩენი პროექტების ნაწილი კი 2022 წელს დაიწყება;
• მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 147 ბაღში
• ბაღის ეზოში კეთილმოეწყო გზის საფარი, ჩატარდა 20-მდე
• ბაღის ფასადის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა სააღმზრდელო
• ოთახები, შეიცვალა სახურავები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა
• სამზარეულოებს, შენობები ადაპტირდა შშმ პირთათვის,
• მოწესრიგდა საპირფარეშოები და ჭურჭლის სამრეცხაოები;
• 100-მდე ბაღში მოწესრიგდა სათამაშო სივრცეები და გარე ინფრასტრუქტურა;
• პირველად საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე რაგბის 2 მინი სტადიონი გაკეთდა.
თბილისის მერის თქმით, ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და გაიზრდება საბავშვო ბაღების რიცხვი.
როგორც კახა კალაძემ აღნისნა, 18 ახალი ბაღიდან ერთ-ერთია N164 საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე. შეიძლება ითქვას, ეს ბაღი არის მაგალითი იმ სტანდარტისა, რომელზეც ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების წარდგენაზე ვსაუბრობდი. აქ დაკმაყოფილებულია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები. ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება, დასაქმებულია 60 ადამიანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია ლიფტი როგორც ეტლით მოსარგებლეებისათვის, ასევე, ტექნიკური ლიფტი პერსონალისთვის. შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე საბავშვო სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობებისათვის. საბავშვო ბაღის მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან 1 203 000 ლარით დაფინანსდა.