ბათუმთან ახლოს ორი ველომარშრუტის მარკირება იგეგმება

456

სიახლე ველომოყვარულებისთვის – ბათუმთან ახლოს ორი ველომარშრუტის მარკირება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ინფრასტრუქტურის განახლებას ქალაქიდან  20 წუთის სავალზე,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გეგმავს. ველომარშრუტები სოფელ ავგიიდან ჭარნალისა და კვარიათის მიმართულებით მოინიშნება. შედეგად შეძლებთ, ზღვისა და მთის პანორამული ხედებით დატკბეთ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. 

წლების განმავლობაში ველოსიპედით გადაადგილდება. ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის საწინდარია,  სწორედ ამიტომ ველო მისი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა. იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა სამსახურის პარალელურად საყვარელი სპორტით გასეირნება, მათ შორის ექსტრემალური ტრიუკების გაკეთება შეძლონ, ახალი ბილიკი, სწორედ ამაში დაეხმარებათ.

ბათუმთან ახლოს მდებარე ველობილიკი, მოყვარულებს სპორტის განვითარებაშიც  შეუწყობს ხელს. ველოსიპედისტები ამბობენ, რომ სპეციალური ბილიკით სარგებლობისთვის, ვარჯიშისთვის და ექსტრემალური თავგადასავლებისთვის მათ, მაღალმთიან აჭარაში უხდებოდათ გამგზარვება. ველომოყვარულები ამბობენ, რომ ახალი იდეა სპორტის განვთარებას ხელს შეუწყობს.

ვიზიტორებს,  5 კილომეტრიანი მანძილის დაფარვა, ორი მიმართულებით შეეძლებათ.  იგი ავგიაში, ჯვრის ტერიტორიიდან იწყება და ზემო კვარიათის გავლით,  ზღვასთან ახლოს კვარიათში სრულდება. ბილიკიდან ველოსიპედისტების თვალწინ ბათუმის, გონიო-კვარიათისა და ზღვის ხედები იშლება. რაც შეეხება, მეორე „ავგია-ჭარნალი“-ს ველომარშრუტს ის ავგიიდან ჭარნალის ხეობას მიუყვება, მდინარისა და ტყის საფარის გავლით კი სოფელ ჭარნალში სრულდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არა მხოლოდ მოყვარულებისთვის, ველომარშრუტი ტურისტებისთვისაც მიმზდველი იქნება. უცხოელებს ატრაქციებთან ერთად,  ქალაქთან ახლოს მდებარე ტყისა და ხედების ნახვა შეეძლებათ. ეს კი ვიზიტორების გაზრდასა შეუწყობს ხელს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ველომარშრუტების მარკირება რამდნეიმე დღეში დასრულდება. ამავე პერიოდისთვის ქედა-შუახევის დამაკავშირებელი საველოსიპედე-საფეხმავლო ბილიკის მოწყობაც იგეგმება. ზაფხულში რეგიონის სტუმრებს 3 ახალ ველომარშრუტზე შეეძლებათ მოგზაურობა.