სასმელი წყლის პრობლემები შუახევში გახარჯული მილიონების ფონზე

432

სასმელი წყლის პრობლემები გახარჯული მილიონების ფონზე. მოგიყვებით შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემაზე, რომელიც მერიამ დღემდე ვერ გადაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოყო. რუსულ კომპანიას წყალმომარაგება 3 სოფელში, ბუთურაულში, ნენიასა და ფურტიოში უნდა უზრუნველეყო, თუმცა, ადგილობრივები  წყალს სასმელად დღემდე ვერ იყენებენ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ შუახევის მერია წყალმომარაგებაზე, ყოველწლიურად, მილიონობით ლარს ხარჯავს, სასმელი წყლის პრობლემა,დღემდე,მოუგვარებელია. ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტში სამი სოფლის – ბუთურაულის, ნენიასა და ფურტიოსთვის წყლის პრობლემა უნდა გადაეჭრა დასრულდა, თუმცა ადგილობრივები წყალს სამელად ვერ იყენებენ, მიზეზად საფილტრი დანადგარების არარსებობას ასახელებენ.

წყალი ბუთურაულამდე, ხულოდან, დაახლოებით, 29 კილომეტრი დან გადმოიყვანეს. სოფლის ბოლოს რამდნიმე ტონიანი ორი წყალშემკრები ავზები მოაწყეს, საიდანაც სოფლის შუა ნაწილში დამატებით ავზი ააშნეს, აქედან კი, მილები მოსახლეობას სახლებამდე უნდა მიეყვანა.

შუახევის საკრებულოს დეპუტატი და „ნაციონლური მოძრაობის ფრაქციის“თავმჯდმარე, სოსლან ზოიძე შესრულებულ პროექტებს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ გახარჯული მილიონების ფონზე, ხელისუფლებამ, პრობლემა ვერ მოაგვარა.

შუახევში, სასმელი წყლის პირველი ყველაზე ძვირადღირებული პროექტი რუსულმა კომპანიამ, შ.პ.ს „ვლად ნეპროდუქტის“ წარმომადგენლობამ შეასრულა. სამუშაოების დამკვეთი კი, მუნიციპალიტეტის მერია, არსებული სიტუაციის მიუხედავად, შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია.

კითხვას, არის თუ არა პრობლემები წყალმოარაგებასთან დაკავშირებით? ომარ ტაკიძე ასე პასუხობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ წყალმომარაგებასა და წყალარინებაზე რეგიონის მასშტაბით 60 მილიონი ევრო დაიხარჯება.ჯაბა ფუტკარაძის თქმით,თანხა მოხმარდება, როგორც დაბებს, ასევე სოფლებს.

სამი სოფლის წყალმომარაგებაზე,რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულება, შუახევის მერიას, ტენდერი 5 მილიონამდე ლარზე, 2015 წელს აქვს გაფორმებული.