„ნაციონალები” ლაგოდეხში ყოფილი სკოლის შენობის გასაყიდად გატანას აპროტესტებენ

345

ლაგოდეხის #1 საშუალო ყოფილი სკოლის შენობა იყიდება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღნიშნული საკითხის გარშემო დღეს საკრებულოს სხდომაზე პრეტენზია გამოთქვეს და პროტესტის ნიშნად, დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.

ფრაქციის თავმჯდომარე, ევა ლომთაძე რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ შენობის გაყიდვა დაუშვებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ გააჩნია, შენობა ისტორიულია.

„შენობაში მრავალი თაობა აღიზარდა და სტრატეგიულ ტერიტორიაზე მდგარი ნაგებობა ლაგოდეხელთათვის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს“ – აცხადებს ლომთაძე.

ქ.ლაგოდეხის #1 საშუალო სკოლის ყოფილი შენობ, საკრებულოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტის მერიამ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში დღეს წარადგინა.

მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობა მოუწესრიგებელია და ადგილობრივ ბიუჯეტში შენობის სარეაბილიტაციოდ საჭირო თანხები არ არის.

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს პოტენციურმა ინვესტორმა,დეტალებს მერია უკვე მომდევნო საკრებულოს სდხომაზე წარადგენს.