მესტიის მუნიციპალიტეტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს და მიმდინარე პროექტები მოინახულეს. სხდომაზე განხილული საკითხები კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეაჯამა.
„რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის გასვლითი სხდომა დღეს სამეგრელო-ზემო...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი რეგიონებში გასვლით შეხვედრებს აგრძელებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფონდის (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი) დაფინანსებით, შედარებით მცირე, მაგრამ მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა,...
წინა სტატია
აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს „ნაციონალური.მოძრაობის“ მხრიდან საპრივატიზაციო პროცესის დისკრედიტაციაც. მინდა ვუთხრა მათ, უკაცრავად თუ ჩვენ მათი ლიდერების მსგავსად საეჭვო რეპუტაციის ადამიანებზე და ბიზნესებზე არ ვყიდით ერთ ლარად ქონებას, მათ შორის წინაპრების საფლავსაც და შემდეგ უკვე თურქეთში და სხვა ქვეყნებში „ატკატებს“...
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომაზე აჭარის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
„ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 128 740 ლარით გაიზარდა და 17 347 048 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურის სახლებს, აშენდება სპორტული მოედნები. ასევე მუნიციპალიტეტში დაიწყება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა და დაბის კეთილმოწყობა. სანიაღვრე...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც მესტიაში გაიმართა, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში ტურიზმისა და შიდა ავიაციის აღდგენის, აღნიშნული სექტორების შემდგომი განვითარებისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. პარლამენტარებს აღნიშნულ მხარეში ტურიზმის და შიდა ავიაციის განვითარების გეგმები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად მიმოიხილა ტურიზმის ბოლოდროინდელი სტატისტიკა და ფინანსური...
ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თრიალეთის ეროვნული პარკი იქმნება. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტი, რომელიც ალგეთის ეროვნული პარკის გაფართოებასა და მის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის – თრიალეთის ეროვნული პარკის შექმნას ითვალისწინებს, საჯარო გაცნობის მიზნით ქვეყნდება.
კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნების და წინადადებების წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 6 ივლისის ჩათვლით (ელ-ფოსტა: ...
კომპანია GWP-ის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო 5000 მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ნუცუბიძის ფერდობისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მიწის სამუშაოების წარმოებისას, კომპანია "GWP" -მ თბილისი ენერჯის კითვნილი გაზსადენი დააზიანა. ავარიის შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა საბურთალოს რ-ში - გაგარინის ქ. 18-ში, 29-ში მდებარე შპს ,,ირს თაუერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, მიმდებარედ ვაზისუბნის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ვეძისის დასახლებაში –...
გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში, სავარაუდოდ, კახთა მეფე ლევანის აკლდამა აღმოაჩინეს. ლევან ბაგრატიონის აკლდამას, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიაკვლია.
სპეციალისტების განმარტებით, კვლევის დროს, ტაძრის კედელზე გამოსახული ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ, აგურით გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა და მასში ნეშტის ფრაგმენტები გამოვლინდა. აკლდამაში, ნეშტთან ერთად, XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.
საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტების და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევა,...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც პლასტმასის ბოთლებს მდინარეში ყრის.
ამასთან, გაირკვა, რომ სამართალდარღვევა ქვემო ქართლში, კერძოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხდა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს“, – აცხადებს უწყება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრალური მაგისტრალიდან, ბერშუეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.
ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 000 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღის ვადაში უნდა მოახდინოს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის" შემომწირველთა შორის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მერის ყოფილი მოადგილე, ერასტიელიჯარაშვილი არიან. ინფორმაციას რაიო მოზაიკა ავრცელებს.
ჯამში მათ პარტიას 27 100 ლარი შესწირეს. გიორგი ხოჯევანიშვილი მსხვილ შემომწირველტა სიაშია და მის მიერ გაღებულმა შემოწირულობამ ამ ეტაპზე, 25 000 ლარი შეადგინა. გორის ყოფილმა ვიცემერმა კი პარტიას 2100 ლარი გადაურიცხა.
აღნიშნულ ინფორმაციას აუდიტის სამსახური პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ფარგლებში ავრცელებს,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისის თვეში 131 576 ლარის დაფინანსება გასცა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 393 ბენეფიციარს გაუწია.
„68 767 ლარი, 109 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 62 ბენეფიციარი 12 124 ლარით დაფინანსდა.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 20 პაციენტი 17 857 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში...
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, აფხაზეთში შეზღუდვები ამოქმედდება. დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, 5 ივლისიდან იკრძალება საქორწილო, საზეიმო, სადღესასწაულო თუ სხვა სახის ღონისძიებების გამართვა დახურულ ობიექტებში.
აფხაზეთში 28 ივნისს კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთი კვირაა, ეს ყოველდღიური მაჩვენებელი 100-სს აჭარბებს.
გურჯაანში დღეიდან მეოთხე ბაგა-ბაღში საზაფხულო ჯგუფები გაიხსნა.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელათევდორაშვილის განმარტებით, ბაღში მომუშავე მშობლების შვილები ივლიან. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
„საზაფხულო ბაღში ის 115 აღსაზრდელი ირიცხება, რომელთა ორივე მშობელი დასაქმებულია ამჟამად ოთხი ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს. აღსაზრდელები ბაღში ყოფნას დილის 9- დან საღამოს 6 საათამდე შეძლებენ“
მისივე თქმით, საზაფხულო ბაღი 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე იფუნქციონირებს.
გურჯაანის სოფელ ახაშენში საბავშვო სკვერი და სპორტული რეკრეაციული ზონა მოეწყობა. მსგავსი პროექტი გურჯაანის რაიონში პირველად კეთდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მერიის ინფრასტრუქტურის საამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ტერიტორიული ორგანოს შენობის წინ მოეწყობა დასასვენებელი სივრცე.
„ამდაგვარი პროექტი პირველად ხორციელდება. ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა, ორი სამი წელია ამაზე მიდის ინტენსიური საუბარი. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გაკეთდება სკვერი საბავშვო ატრაქციონებით და გადახურული სატრენაჟორო მოედნით. იქნება...
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ახალი ავტოპარკი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოპარკიდან უკვე დაწყებულია ავტობუსების გასვლა. ქალაქის მერი მძღოლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.
„ვფიქრობ მრავალი წლის პრობლემა გადავჭერით. მოწესრიგებულ მუნიციპალურ ტრანსპორტს ათეულობით წელი ველოდით. აქ შექმნილი ინფრასტრუქტურა სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს მგზავრებს უკეთ მოვემსახუროთ “, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
„ავტოპარკის ტერიტორიაზე ღია ავტოსადგომი 90 ავტობუსზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































