გურჯაანის სოფელ ახაშენში საბავშვო სკვერი და სპორტული რეკრეაციული ზონა მოეწყობა. მსგავსი პროექტი გურჯაანის რაიონში პირველად კეთდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მერიის ინფრასტრუქტურის საამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ტერიტორიული ორგანოს შენობის წინ მოეწყობა დასასვენებელი სივრცე.
„ამდაგვარი პროექტი პირველად ხორციელდება. ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა, ორი სამი წელია ამაზე მიდის ინტენსიური საუბარი. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გაკეთდება სკვერი საბავშვო ატრაქციონებით და გადახურული სატრენაჟორო მოედნით. იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ხელოვნური ბალახით,ფეხბურთის კარით, კალათბურთის ფარებითა და გარე განათებით .“
მისივე თქმით,რეკრეაციული ზონის მოსაწყობად სულ 130 ათას ლარამდე დაიხარჯება და სამუშაოები, სავარაუდოდ, თვენახევარში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “დანი ქონსთრაქშენ” ასრულებს.