გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრალური მაგისტრალიდან, ბერშუეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.
ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 000 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღის ვადაში უნდა მოახდინოს.