გურჯაანში დღეიდან მეოთხე ბაგა-ბაღში საზაფხულო ჯგუფები გაიხსნა.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელათევდორაშვილის განმარტებით, ბაღში მომუშავე მშობლების შვილები ივლიან. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
„საზაფხულო ბაღში ის 115 აღსაზრდელი ირიცხება, რომელთა ორივე მშობელი დასაქმებულია ამჟამად ოთხი ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს. აღსაზრდელები ბაღში ყოფნას დილის 9- დან საღამოს 6 საათამდე შეძლებენ“
მისივე თქმით, საზაფხულო ბაღი 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე იფუნქციონირებს.