ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” შემომწირველთა შორის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მერის ყოფილი მოადგილე, ერასტიელიჯარაშვილი არიან. ინფორმაციას რაიო მოზაიკა ავრცელებს.
ჯამში მათ პარტიას 27 100 ლარი შესწირეს. გიორგი ხოჯევანიშვილი მსხვილ შემომწირველტა სიაშია და მის მიერ გაღებულმა შემოწირულობამ ამ ეტაპზე, 25 000 ლარი შეადგინა. გორის ყოფილმა ვიცემერმა კი პარტიას 2100 ლარი გადაურიცხა.
აღნიშნულ ინფორმაციას აუდიტის სამსახური პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ფარგლებში ავრცელებს, დოკუმენტიდან ირკვევა რომ ჯამში, ივნისის თვეში გიორგი გახარიას პარტიას 139 ათას ლარამდე შესწირეს.