ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თრიალეთის ეროვნული პარკი იქმნება

505

ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თრიალეთის ეროვნული პარკი იქმნება. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი, რომელიც ალგეთის ეროვნული პარკის გაფართოებასა და მის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის – თრიალეთის ეროვნული პარკის შექმნას ითვალისწინებს, საჯარო გაცნობის მიზნით ქვეყნდება.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნების და წინადადებების წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 6 ივლისის ჩათვლით (ელ-ფოსტა:  Akaki.Veltauri@mepa.gov.ge)