ბორჯომის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისში 131 576 ლარის დაფინანსება გასცა

398

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისის თვეში 131 576 ლარის დაფინანსება გასცა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 393 ბენეფიციარს გაუწია.

„68 767 ლარი, 109 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 62 ბენეფიციარი 12 124 ლარით დაფინანსდა.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 20 პაციენტი 17 857 ლარით დაფინანსდა.

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა და სხვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.

პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა”,- აღნიშნავენ მერიაში.