ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ახალი ავტოპარკი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოპარკიდან უკვე დაწყებულია ავტობუსების გასვლა. ქალაქის მერი მძღოლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.
„ვფიქრობ მრავალი წლის პრობლემა გადავჭერით. მოწესრიგებულ მუნიციპალურ ტრანსპორტს ათეულობით წელი ველოდით. აქ შექმნილი ინფრასტრუქტურა სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს მგზავრებს უკეთ მოვემსახუროთ “, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
„ავტოპარკის ტერიტორიაზე ღია ავტოსადგომი 90 ავტობუსზე მოეწყო, ავტოპარკინგი პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, გამწვანების, მოსასვენებლი და სარეკრეაციო ზონები, ადმინისტრაციული შენობა და სხვა დამხმარე ნაგებობები აშენდა. სამუშაოებისთვის 2 643 000 ლარი დაიხარჯა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.