აფხაზეთში მასობრივი ღონისძიებების დახურულ სივრცეში გამართვა იკრძალება 

585

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, აფხაზეთში შეზღუდვები ამოქმედდება. დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, 5 ივლისიდან იკრძალება საქორწილო, საზეიმო, სადღესასწაულო თუ სხვა სახის ღონისძიებების გამართვა დახურულ ობიექტებში.

აფხაზეთში 28 ივნისს კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთი კვირაა, ეს ყოველდღიური მაჩვენებელი 100-სს აჭარბებს.