აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს „ნაციონალური.მოძრაობის“ მხრიდან საპრივატიზაციო პროცესის დისკრედიტაციაც. მინდა ვუთხრა მათ, უკაცრავად თუ ჩვენ მათი ლიდერების მსგავსად საეჭვო რეპუტაციის ადამიანებზე და ბიზნესებზე არ ვყიდით ერთ ლარად ქონებას, მათ შორის წინაპრების საფლავსაც და შემდეგ უკვე თურქეთში და სხვა ქვეყნებში „ატკატებს“ არ ვიღებთ. ბოდიშს ვიხდი, რომ ჩვენ ჩვენი კეთილსინდისიერება არ გვაძლევს ამის საშუალებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ