ვფიქრობ, „ფაიზერის“ პარალელურად აქტიურად გაგრძელდება სხვა ვაქცინებით ვაქცინაციის პროცესი, არ დგას საკითხი, რომ შესაძლებელია რომელიმე ვაქცინა აუთვისებელი დაგვრჩეს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც გაბუნია აღნიშნავს, არსებობს იმის მოლოდინიც, რომ „ფაიზერის“ შემოსვლის ფონზე „სინოფარმსა“ და „სინოვაკზე“ მოთხოვნა შემცირდება. „გვაქვს მოლოდინი, რომ „სინოფარმსა“ და „სინოვაკზე“ მოთხოვნა „ფაიზერის“ ფონზე შედარებით ნაკლები იქნება, თუმცა, „სინოფარმსაც“...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის მოსალოდნელი „მეოთხე ტალღის“ ფონზე, გარკვეული ტიპის შეზღუდვები დაწესდეს. როგორც გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მათ შორის „უარის თქმა მოგვიწევს“ საზაფხულო ბანაკებზე, ისე როგორც თავი უნდა შევიკავოთ „არააუცილებელი გასართობი ღონისძიებებისგან“. „ვიდრე ახალ შეზღუდვებზე ვისაუბრებთ, ის, რაც დღეს დარჩა ძალაში, ეს უნდა აღსრულდეს. აქ არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება....
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, ბუნებრივი გამანაწილებელი 8 მცირე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. სემეკ-ის ცნობით, თითოეულ კომპანიას 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა. დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთ თვიანი ვადა მიეცათ. როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 15 ივლისის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს...
ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ბაღებისა და სკოლებისთვის იყო გაცემული, საკმაოდ ეფექტური იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ იკვეთება ახალი საჭიროებები რეკომენდაციების გაცემის კუთხით. „ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ბაღებისა და სკოლებისთვის იყო გაცემული, საკმაოდ ეფექტური იყო. მნიშვნელოვანია გაცემული რეკომენდაციების ეფექტური აღსრულება და მონიტორინგი, რაზეც პასუხისმგებელი სრულად განათლების სამინისტროა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან შრომის...
ბავშვთა იმუნიზაციაზე ორ ნაბიჯს ვაკვირდებით - 16 წლის და 12 წლის ზემოთ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „12 წლის ზევით ბავშვების იმუნიზაციაზე საბჭოს არ უმსჯელია, თუმცა გეგმაში გვაქვს, შემდეგ კვირას, საბჭოსთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორი იქნება საქართველოს მიდგომა 16 წლის ზემოთ ბავშვების აცრაზე და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოცხადდება, რომელ გზას აირჩევს საქართველოს ჯანდაცვა იმუნიზაციის კომპონენტში და ამ ეტაპისთვის ჩავრთავთ თუ არა...
სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ (Slovak Aid) აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროექტი - ,,იძულებით გადაადგილებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია“ დააფინანსა. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მინდია სილოგავამ და სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, პაველ ვიზდალიმ მოაწერეს. როგორც დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი ითვალისწინებს ხონში არსებულ N4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორიის შექმნას, რომლითაც ხონის...
ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა - მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ამჟამად ვიმყოფებით მაღალაშვილის ქუჩაზე, სადაც გზა კაპიტალურად შეკეთდა. ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ...
უკვე მიდის მსჯელობა ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერის თაობაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, თუ ვაქცინაციის პროცესი ეფექტური იქნება, მომავალ წელს დანაზოგი მოსალოდნელია ტესტირების ნაწილში. „სამომავლოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაციის პროგრამის საშუალებით, ტესტირების პროგრამის აუცილებლობა ეტაპობრივად შემცირდება. ის ძირითადი ჯგუფები, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება ტესტირებისთვის, ბიზნესჯგუფებზე მაქვს საუბარი, აცრის...
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში დააკვირდება. არჩევნებზე დაკვირვება შესაძლებელია „ღია საზოგადოების ფონდისა“ და „შავი ზღვის ფონდი რეგიონალური თანამშრომლობისათვის“ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში. ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მონიტორინგი მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას გრძელვადიანი დამკვირვებლების საშუალებით, ასევე - არჩევნების დღის მონიტორინგს. „წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებისას ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე: ადმინისტრაციული...
14 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დამალაში ახლად რეაბილიტირებული კულტურის ცენტრი გახსნეს. პროექტის ფარგლებში, კულტურის ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: მოეწყო მეთლახის და ხის იატაკი, კარ- ფანჯრები, შეკიდული ამსტრონგის ჭერი, ბეტონის სარინელი და ბაზალტის ბორდიურები, გაილესა და შეიღება შიდა ოთახები, დამონტაჟდა თეატრალური სკამები. კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისთვის 224 777 ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, 15-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.
ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიხსნა ღვთისმშობლის მოზაიკა. მის წინ ღვთისმშობლის კვართი ცოტა ხნით დადეს სასულიერო პირებმა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. მსვლელობაში მონაწილეობს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანიც. მისი თქმით, დღევანდელი დღე უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც ქალაქი და ქვეყანა აღნიშნავს, ეს მოზაიკა კი აღნიშავს იმას, რომ ზუგდიდი არის ის ქალაქი, სადაც ინახება უდიდესი სიწმინდე და მისი მადლით არის ეს ქალაქი. "ღვთისმშობლის მადლით,...
13 ივლისს, ხულდარაში, სათემო ცენტრის ორგანიზებით, სოფლის კრება ჩატარდა. ადგილობრივები „გარაჟშში“ შეიკრიბნენ და სოფელში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. როგორც ცენტრის დამფუძენებლი ქამრან აფანდიევი ამბობს, მსგავსი აქტივობები სოფლის მოსახლეობისთვის აუცილებელია. ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებულ სათემო ცენტრებს მოსახლეობის ინფორმირებასა და გააქტიურებაში, მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. “ჩვენ ორი კვირით ადრე შვიდ სათემო ცენტრში ჩავატარეთ სოფლის საჭიროებების კვლევა, რის შედეგადაც აღმოჩნდა,...
video
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმი-წიქარეულის მიმართულებით 500 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტირებული გზით 40-მდე ადგილობრივი ოჯახი შეძლებს გადაადგილებას.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნაკრძალთან ახლოს თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კოტეჯებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტი, Eco Village Lagodekhi განხორციელდება, რომელიც პარტნიორებმა ვაკო საღირაშვილმა და გიორგი სიჭინავამ შეიმუშავეს და საინვესტიციოდ გაამზადეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მათი განცხადებით, პროექტის ფარგლებში აშენდება ექვსი საცხოვრებელი კოტეჯი, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, სტადიონები და აუზი, გამართული ინფრასტრუქტურა. იდეის ავტორებმა მისი განხორციელება 10 თვის წინ 0.5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთის...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დაბა ბაკურიანის პარკის სრულ რეაბილიტაციისთვის ტენდერი 11 444 350 ლარზე გამოცხადა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. საპროექტო დოკუმენტების მხიედვით, იგეგმება სპორტული, რეკრეაციული და კომერციული ობიექტების დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი სავაჭრო ჯიხურების და საპირფარეშოების, ფეხბურთის, ყინულის, ბავშვების სათამაშო მოედნის, ჯიხურების და სავარჯიშო სპრტულ-გამაჯანსაღებელი მოედნის მოწყობა. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული შენობის, კაფეს გასახდელების მოწყობა, ასევე ავტოფარეხის,...
გორში, ავტობუსის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. რადიო “მოზაიკა” ორი დღის წინ დაინტერსდა, როდიდან გამოჩნდებოდა გაჩერებებზე ტაბლოები. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ “მონტაჟი მალე დაიწყებოდა”, თუმცა ზუსტ დროზე არ უსაუბრიათ. ინფორმაციისთვის, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი თებერვლიდან ამუშავდა. 30 ავტობუსის შესაძენად გორიამ მერიამ 10 წლიანი სესხი აიღო.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ