ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

299

ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა – მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ამჟამად ვიმყოფებით მაღალაშვილის ქუჩაზე, სადაც გზა კაპიტალურად შეკეთდა. ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

როგორც, მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 283 000 ლარი გამოყო.