ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნაკრძალთან ახლოს თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კოტეჯებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტი, Eco Village Lagodekhi განხორციელდება, რომელიც პარტნიორებმა ვაკო საღირაშვილმა და გიორგი სიჭინავამ შეიმუშავეს და საინვესტიციოდ გაამზადეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მათი განცხადებით, პროექტის ფარგლებში აშენდება ექვსი საცხოვრებელი კოტეჯი, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, სტადიონები და აუზი, გამართული ინფრასტრუქტურა. იდეის ავტორებმა მისი განხორციელება 10 თვის წინ 0.5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთის შეძენით დაიწყეს და დღეისთვის შემუშავებული პროექტის განხორციელების ნებართვასაც ფლობენ.
„ძალიან ხშირად ლაგოდეხში, მეგობრებთან ერთად ვისვენებდი და ტურისტულ ნაკადებს ვაკვირდებოდი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შევამჩნიეთ იყო ის, რომ გადამფრენი ფრინველების დამკვირვებელი ჯგუფები ძალიან მრავლად ჩამოდიოდნენ ლაგოდეხში. ვინაიდან ჩვენ ლაგოდეხის ხშირი სტუმრები ვიყავით ბიზნესის წამოწყების კუთხით ფიქრი დავიწყეთ. პირველ რიგში, დაახლოებით, 10 თვის წინ 0.5 ჰა-ს მოცულობის ნაკვეთი შევიძინეთ და მისი განვითარება გადავწყვიტეთ. ბოლო 5 თვეში კი შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც კოტეჯური ტიპის ინფრასტრუქტურას, რეკრეაციულ ზონას, საკალათბურთო სტადიონს, აუზსა და ბავშვთა გასართობ ლოკაციებს მოიცავს“, – აცხადებენ პროექტის ავტორები.
იდეის ავტორების თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულებასა და მის მიმართ პოტენციური ინვესტორების ინტერესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Eco Village Lagodekhi-ს ავტორების გათვლებით ლაგოდეხისთვის მნიშვნელოვანი პროექტი სექტემბრამდე უნდა გაიყიდოს. bm.ge-ს ინფორმაციით, პროექტის თვითღირებულება 100 000 ლარია და ის 59 000 დოლარად იყიდება, სადაც, დაახლოებით, 1 მლნ ლარი იქნება განსახორციელებელი, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის მცირე თანხა არაა.