საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დაბა ბაკურიანის პარკის სრულ რეაბილიტაციისთვის ტენდერი 11 444 350 ლარზე გამოცხადა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საპროექტო დოკუმენტების მხიედვით, იგეგმება სპორტული, რეკრეაციული და კომერციული ობიექტების დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი სავაჭრო ჯიხურების და საპირფარეშოების, ფეხბურთის, ყინულის, ბავშვების სათამაშო მოედნის, ჯიხურების და სავარჯიშო სპრტულ-გამაჯანსაღებელი მოედნის მოწყობა.
გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული შენობის, კაფეს გასახდელების მოწყობა, ასევე ავტოფარეხის, ტრიბუნების, სამაცივრე დანადგარების, საფეხმავლო ბილიკისა გაკეთება და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. პროექტის ფარგლებში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 375 სხვადასხვა სახის ხისა და ბუჩქის დარგვაა გათვალისწინებული.
ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 9 აგვისტოს დაიწყება და 13 აგვისტოს დასრულდება. პარკის რეაბილიტაციის სამუშოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.