ბავშვთა იმუნიზაციაზე ორ ნაბიჯს ვაკვირდებით – 16 წლის და 12 წლის ზემოთ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„12 წლის ზევით ბავშვების იმუნიზაციაზე საბჭოს არ უმსჯელია, თუმცა გეგმაში გვაქვს, შემდეგ კვირას, საბჭოსთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორი იქნება საქართველოს მიდგომა 16 წლის ზემოთ ბავშვების აცრაზე და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოცხადდება, რომელ გზას აირჩევს საქართველოს ჯანდაცვა იმუნიზაციის კომპონენტში და ამ ეტაპისთვის ჩავრთავთ თუ არა 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ იმუნიზაციას, ამასთან დაკავშირებით ველოდებით საერთაშორისო მტკიცებულებებსა და რეკომენდაციებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.